blogger widgets N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი"
სამოქალაქო კლუბი ფენიქსი: შანსები ყოველთვის ჩვენს მხარესაა !

Saturday, April 5, 2014

ანტინარკოტიკული კამპანია ქუთაისში

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი რამაზ გოგელია და სამინისტროს სხვა თანამშრომლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ქუთაისის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს- წარმომადგენლებმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს .. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს და მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას შსს- სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია და გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ესწრებოდნენ.შსს- წარმომადგენლებმა მოზარდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები აჩვენეს, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ბიონარკოტიკის მიღებით გამოწვეულ საფრთხეებზე აწვდიან ინფორმაციას. მოსწავლეებთან შეხვერდაზე შსს- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის ჩვენებაც მოეწყო. ვიდეორგოლის მეშვეობით სკოლის მოსწავლეებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც .. „ბიოსმოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე ინფორმაცია მიიღეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანიაერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი .. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.



STOP SMOKING AND STAY HEALTH



2014 წლის 28 მარტს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა Twinning პროგრამის ფარგლებში, თელავის, დმანისის და მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთადსაქართველო თამბაქოს გარეშეაღნიშნა. განხორციელებული აქტივობების მიზანს წარმოადგენდა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებებში საერთო ჯამში 59 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა,მათ შორი სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“წევრებმასპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა პოსტერები და ბროშურები თამბაქოსგან გამოწვეული რისკების შესახებ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყვეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა. ახალგაზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები გამოაკრეს.გაიმართა სემინარი თამბქოს მავნებლობაზე, რომლის მუშაობას უძღვებოდნენ ქუთაისის მერიის საზოგადოებრვი ჯანმრთელობის სამსახურის წარმომადგენლები მაია ნადარეიშვილი და მარინე ნუცუბიძე. მოწვეული ექსერტები ახალგაზრდებს ესაუბრა თამბაქოს მავნებლობაზე და მისგან გამოწვეულ დაავადებებზე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის, საქართველოში თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი საჯარო ადგილების არსებობის და შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესახებღონისძიებები ორგანიზებულიასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის“ (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სიძულვილის ენა





2014 წლის 26 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა დისკუსიას თემაზე: „სიძულვილის ენა უნივერსიტეტში“, რომელსაც ცენტრის 32 წევრი ესწრებოდა. დისკუსიის მუშაობას უძღვებოდა სტუდენტური მულტიმედია ჯგუფირეაქტორისწარმომადგენელი ბექა გაბადაძე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სიძულვილის ენის პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისათვის.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღების საფუძველი გახდა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებში მომხდარი დისკრიმინაციული შემთხვევები. ფილმში ნაჩვენებია 2013 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტი, ასევე, თსეუ-ში სექსუალური დისკრიმინაციისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იეჰოვას სამი მოწმის ფიზიკურად გასწორების ფაქტი.
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამართლებრივ რეგულაციებზე და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
დისკუსია ორგანიზებული იქნასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის“ (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

Saturday, March 22, 2014

წყლის საერთაშორისო ფესტივალი



 მოგეხსენებათ, რომ 22 მარტი არის წყლის დღე.ყოველწლიურად იმართება ფესტივალები განათლების და პედაგოგთა გადამზადების ცენტრის ინიციატივით. წელს ფესტივალს ქუთაისის  N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, რომლის მთავარი თემაც რა თქმა უნდა წყალი იყო. აქტივობაში მონაწილეობა კლუბ "ფენიქსის" წევრებმაც მიიღეს.

Friday, March 21, 2014

"პროფესიული არჩევანი"- შეხვედრა ფსიქოლოგთან




ლიდერთა სახლის პროგრამის "პროფესიული არჩევნის" ფარგლებში შეხვედრა მოხდა ფსიქოლოგთან. გასაუბრებას 25 მოსწავლე დაესწრო,მათ შორის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წარმომადგენლები. საინტერესო ბიოგრაფიის და ზოგადად ფსიქოლოგიის შესახებ საუბრის შემდეგ, დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები,რომლებზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გახლდათ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ლიდერთა სახლს.

ფილმის ჩვენება "ფორესტ გამპი"



ლიდერთა სახლის ინიციატივით შაბათს პირველ საათზე მოეწყო  საკმაოდ საინტერესო,ოსკაროსანი ფილმის "ფორესტ გამპის" ჩვენება და შემდეგ მისი გარჩევა.სულ 25 დამსწრე იყო და აქედან სამი სამოქალაქო კლუბ ფენიქსის წარმომადგენლები.უმრავლესობა ნასიამოვნები დარჩა და სოციალური ქსელიც აივსო სურათებით "run forest run "...