blogger widgets N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი": სიძულვილის ენა
სამოქალაქო კლუბი ფენიქსი: შანსები ყოველთვის ჩვენს მხარესაა !

Saturday, April 5, 2014

სიძულვილის ენა





2014 წლის 26 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა დისკუსიას თემაზე: „სიძულვილის ენა უნივერსიტეტში“, რომელსაც ცენტრის 32 წევრი ესწრებოდა. დისკუსიის მუშაობას უძღვებოდა სტუდენტური მულტიმედია ჯგუფირეაქტორისწარმომადგენელი ბექა გაბადაძე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სიძულვილის ენის პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისათვის.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღების საფუძველი გახდა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებში მომხდარი დისკრიმინაციული შემთხვევები. ფილმში ნაჩვენებია 2013 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტი, ასევე, თსეუ-ში სექსუალური დისკრიმინაციისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იეჰოვას სამი მოწმის ფიზიკურად გასწორების ფაქტი.
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამართლებრივ რეგულაციებზე და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
დისკუსია ორგანიზებული იქნასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის“ (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

No comments:

Post a Comment