კონკურსის ჩატარების დრო : 25.02.14 – 10.03.14
კონკურსის ორგანიზატორები : საბა მამასახლისი, ანა ჭეიშვილი
კონკურსი ტარდება N1 საჯარო სკოლის დირექციის,მოსწავლეთა
თვითმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“ ინიციატივით.კონკურსის მიზანია საინტერესო
ინიციატივების გაშუქება და განხორციელება,მოცემული სამი თემიდან :
ბავშვები შეარჩევენ მათთვის სასურველ,საინტერესო თემას
და პროექტის სახით ჩამოაყალიბებენ ინიციატივას.გამარჯვებულის გამოვლინება მოხდება კომპეტენტური
ჟიურის მიერ.გაიმართება პროექტების პრეზენტაცია,რის
შემდეგაც გამოვლინდება მათ შორის საუკეთესო.ყველა მონაწილე მიიღებს სიგელს,ხოლო გამარჯვებული
დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.
! იმისათვის,
რომ თქვენმა პროექტმა კონკურსში მონაწილეობა მიიღოს უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები
:
. პროექტს უნდა ჰქონდეს თემატიკის შესაბამისი სახელწოდება.
. პროექტის ორგანიზატორების რაოდენობა არა უმეტეს ორისა.
. პროექტის ბენეფიციარები( ანუ ვიზეა გათვლილი აღნიშნული
პროექტი).
. პროექტის მიზანი
. აქტივობების სრული ჩამონათვალი(მიუთითეთ თარიღი და მდებარეობა)
. პროექტს თან უნდა ერთვოდეს კალენდარული გეგმა.
. გაითვალისწინეთ, რომ პროექტის მიღება ხორციელდება
შემდეგ მისამართზე: s.mamasakhlisi@mail.ru;
cheishvilianna@yahoo.com; ან მოიტანეთ სამოქალაქო კლუბში ბეჭდური სახით.
. პროექტის მიღების ბოლო ვადაა- 2014წლის 10მარტი, 18.00 საათი.
პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით :
. საპროექტო განაცხადის
გამართული შევსება
. რეალური და ორიგინალური აქტივობები
. არჩეულ თემასთან აზრობრივი დამთხვევა
. საინტერესო ინიციატივები
. თანამშრომლობა სკოლის დირექციასთან, ადგილობრივ თვითმართველობასთან
ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
. პროექტის მაშტაბურობა
No comments:
Post a Comment