blogger widgets N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი": "ფერადი ბუშტებით,მომავლის გზაზე"
სამოქალაქო კლუბი ფენიქსი: შანსები ყოველთვის ჩვენს მხარესაა !

Thursday, February 20, 2014

"ფერადი ბუშტებით,მომავლის გზაზე"

ხელმძღვანელის სახელი და გვარი: ირმა ღვაჩლიანი
აპლიკანტთა სახელი და გვარი : ნანუკა გოგისვანიძე
ანა ჭეიშვილი
პროექტის სახელწოდება : „ფერადი ბუშტებით, მომავლის გზაზე
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე
პრობლემის აღწერა : დღეს საქართველოში შესაბამისი ყურადღება არ ექცევა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და მათ უფლებებს. ასევე სააშკარაოზე არ არის გამოტანალი ბავშვების შესაძლებლობები და ოცნებები. ყურადღების მიღმაა დარჩენილი ობოლთა თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები.
მიზანი : დავეხმაროთ მზრუნველობამოკლბულ ბავშვებს და გავახალისოთ მათი ცხოვრება.
მივცეთ ყველა ბავშვს ნიჭის გამომჟღვნების საშუალება.
საზოგადოებას უკეთესად გავაცნოთ ბავშვთა უფლებები, მოვუწოდოთ მათი დაცვისკენ.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშშნული პროექტის მიზნის მისაღწევად:
ჩავრთოთ ქველმოქმედებაში I სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეების მიერ მოწოდებული ნივთებით ვესტუმროთ ობოლთა თავშესაფარს (აპრილის თვე)
მოვაწყოთ გამოფენა- „მეოცნებე თვალებით“I სკოლის მოსწავლეების და მზურნველობა მოკლებული ბავშვების ნამუშევრებით. ( მაისის თვე )
მოვაწყოთ მსვლელობა, აქცია სლოგანით – „ფერადი ბუშტებით მომავლის გზაზე
ასფალტზე ხატვა ფერადი ცარცებით
ნატვრის ხე“- ბავშვების სურვილებით შემკული ხის იმიტაცია.
ბარათების დარიგება წარწერებით: „სანამ ბავშვები იტანჯებიან, სამყაროში ჭეშმარიტი სიყვარული ვერ იარსებებს
ნატანჯი ბავშვიც კი იბრუნებს ღიმილს, თუკი გაუგებ და შეიყვარებ
ბავშვი ერთადერთი კაშკაშა, ნათელი შუქია ჩვენს მოქუფრულ სამყაროს რომ ანათებს“ ( 1 ივნისი)
ბენეფიციალები: 800 მოსწავლე (პირობითად)
5 მასწავლებელი
სკოლის დირექცია
რისკ-ფაქტორები: მოსწავლეთა უინტერესობა, უამინდობა
შედეგი: საზოგადოება უკეთ გააცნობიერებს ბავშვების როლს სამყაროში, გახალისდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ერთფეროვანი დღეები, მიეცემათ საშუალება ნიჭის გამოვლენის. სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან საქველმოქმედო ღონისიებაში.

პროექტის აპლიკანტები 3 აპრილს მიიწვიეს ტელეკომპანია რიონში.


No comments:

Post a Comment