blogger widgets N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი": ცრემლმორეული სირიელი ბიჭუნა
სამოქალაქო კლუბი ფენიქსი: შანსები ყოველთვის ჩვენს მხარესაა !

Thursday, February 20, 2014

ცრემლმორეული სირიელი ბიჭუნა

ფოტოზე გამოსახული 3 წლის ბიჭუნა სირიაში მიმდინარე ომის მსხვერპლია. იგი სასიკვდილოდ დაჭრილი მიიყვანეს ჰოსპიტალში. 
ბიჭუნა გრძნობდა, რომ კვდებოდა... მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა იქ მყოფი ექიმები, ინტერნეტში ფოტოს გავრცელების შემდეგ კი მთელი მსოფლიო შეძრა: "მე თქვენ ყველას უფალთან გიჩივლებთ, მე მას ყველაფერს მოვუყვები..." სამოქალაქო კლუბ ფენიქსის წევრი შემდეგნაირად გამოეხმაურა ამ საზარელ ფაქტს : ,, სანამ ამქვეყნად ერთი ცრემლმორეული ბავშვიც კი იარსებებს, დედამიწაზე ბედნიერება ვერ დამკვიდრდება" ცრემლმორეული არაფერია რაც ახლა ვნახე, მომავლის, პერსპექტივის, უდანაშაული სიცოცხლის განადგურება მალე სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს, ეს მსოფლიოს კატასტროფა და უბედურებაა.
რადგან სირიაში ვიღაც ამბოხებულებს მოუნდათ პროტესტის გამოხატვა ბავშვი აცრემლებული წავიდა ამქვეყნიდან, მისი ბოლო სიტყვები კი ნათლად გამოხატავს თუ როგორ უნდოდა სიცოცხლე. მეუბნებიან პესიმიზმს შეეშვი და სამყარო ნათელ ფერებში დაინახეო, ის მშვენიერია უბრალოდ უნდა შეგეძლოს აღქმაო. როგორ? როცა ამგვარი ფაქტები მრავლადაა, როცა აფრიკაში მილიონობით ბავშვი შიმშილით იღუპება, როცა მიუსაფარ ბავშვებს ვხედავ გამოწვდილი ხელით და მესმის საცოდავი ბუტბუტი ,,დამეხმარე", როცა ჯერ არდაბადებულ სიცოცხლეს მარტივი მიზეზების გამო კლავენ და ამით იშორებენ ყოველგვარ პასუხისმგებლობას,როცა ლეიკემიასთან ბრძოლისას უსახსრობით დაღუპული ბავშვი ტოვებს წერილს ,,…მე მინდა ბოლო ვიყო იმ ბავშვებს შორის, ვინც უსახსრობის გამო დაიღუპება…" ,და მრავალი სხვა... როგორ შემიძლია ამაზე დავხუჭო თვალები და ნათელ ფერებს ვუყურო? მართალია ბობ მარლი როცა ამბობს ,, სახელმწიფოს აქვს ფული იმისთვის , რომ იომოს და არა იმისთვის რომ გამოკვებოს მშიერი ბავშვები " ეს ყველაფერი ამაზრზენია... შეიძლება არ ვარ თბილი, არ მჯერა სიყვარულის და ადამიანების მიერ მრავალფეროვანებისთვის გამოგონილი ,,გრძნობების" , მაგრამ ბავშვი ერთადერთი წმინდა და ნათელი წერტილია ჩემ მიერ აღქმულ დედამიწაზე... არსება რომელსაც მოაქვს სიცოცხლის სურვილი, და არ შემიძლია პატარას თვალებში დაგროვილ უმანკო ცრემლებს ვუყურო, განსაკუთრებულად ცრემლებს, სიკვდილის წინ... იქნებ როგორც დოსტოევსკის ,,საშობაო მოთხრობაში" ეს ბავშვიც ანგელოზად მოგვევლინოს, რომელიც იზრუნებს ჩვენზე ... მაგრამ მაინც, ბავშვის მსგავსი რაიმესთვის გადმოვარდნილი ერთი ცრემლიც კი უნდა გახდეს დედამიწის სამძიმარი და სწორედ მსგავს ვითარებაში მკვდარი ბავშვები უნდა იყოს უძირო, კაცობროიბის სევდა, სევდა რომელსაც ისევ დედამიწაზე უფლის საჩუქრებად, ანგელოზებად მოვლენილი არსებები -ბავშვები თუ გააქარწყლებენ ... 

No comments:

Post a Comment