blogger widgets N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი": "ჩემი შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზე"
სამოქალაქო კლუბი ფენიქსი: შანსები ყოველთვის ჩვენს მხარესაა !

Thursday, February 20, 2014

"ჩემი შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზე"

გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა დღევანდელი ახალგაზრდობისთვის. სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთჲლზე ბავშვებს მიეცათ დასაწერი თემა ,,ჩემი შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზესაინტერესო იყო ბევრი ნაშრომი,თუმცა, განსაკუთრებით გამოირჩევა X კლასის მოსწავლის საბა მამასახლისის ნამუშევარი. იგი საკმაოდ მკაფიო და მოურიდებელი სიტყვებით გამოთქვამს თავის შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებითგთავაზობთ მის ნაშრომს : გენდერული თანასწორობა? ამაზე არც უნდა იოცნებოს ქართველმა ქალმა. ქალის რომლის შეგნება არ აღემატება ამ პრინციპს,, ვერცერთი მამაკაცი ვერ მომატყუებს" არანაირი თანასწორობის ღირსი არააა...
თანასწორობა ფუფუნებაა უაზრო, უპროტესტო ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ იგნებენ რომ ისინი დამოუკიდებლები არიან და მათზე კაცს არანაირი უფლება არ გააჩნია, ზოგი ,,ოჯახის შესანარჩუნებლად და ბავშვების ,,მომავლის საკეთილდღეოდ" იტანს უამრავ დამცირებას, მერე საზოგადოებაში თავს იმართლებენ რატომ გააკეთეს ეს, უფრო ახლობლებთან კი იტყვიან რომ ქმარი მაინც ,,უყვართ" არ აქვს მნიშვნელობა როგორია ის, რადგან მაში ხედავენ ადამიანურ მხარეებს და მზად არიან ყველაფერი აიტანონ....ღირსები ხართ ამგვარი მოპყრობის!!! როცა ძალაინ შეაწუხებთ სილურჯეები და მიხვდებიან რომ აღარ შეუძლიათ საქვეყნოდ გამოაცხადებენ თუ რა დღეში იყვნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რას უძლებდნენ . აქვითინდებიან, მერე იტყვიან რომ არც უნდათ ამაზე საუბარი იმდენად რთულია,რომ ისინი შეიცვალნენ და არიან ძლიერი ქალები . ყველაზე გასაოცარი კი ისაა რომ ხშირ შემთხვევაში ისევ იმ ადამიანს უბრუნდებიან ვინც ასეთ დღეში ჩააგდო, იმ იმედით რომ საყვარელი მამაკაცი გამოსწორდება... ან მუქარის შიშით....ეს რა თქმა უნდა დამახასიათებელია ,,ძლიერი , შეცვლილი" ქალებისთვის. ასე რომ ასეთი ქალები ყველაზე საცოდავნი , ამაზრზენნი და აუტანელნი არიან... პიროვნებაგამოცლილო ქალებოო დიახ, უპიროვნებო ხართ? _ ღირსი ხართ, დაგიმონონ, ღირსი ხართ, გბატონობდნენ, ღირსი ხართ, გცემონ, ღირსი ხართ, გთელონ, ღირსი ხართ!

No comments:

Post a Comment