2014 წლის 28 მარტს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა Twinning პროგრამის ფარგლებში,
თელავის,
დმანისის
და
მარნეულის
ახალგაზრდულ
ცენტრებთან
ერთად
„საქართველო
თამბაქოს
გარეშე“
აღნიშნა.
განხორციელებული
აქტივობების
მიზანს
წარმოადგენდა
თამბაქოსაგან
თავისუფალი
გარემოს
მნიშვნელობაზე
საზოგადოების
ცნობიერების
ამაღლება.
ღონისძიებებში
საერთო
ჯამში
59 ახალგაზრდამ
მიიღო
მონაწილეობა,მათ შორი სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“წევრებმა. სპეციალურად
ამ
დღისთვის
მომზადდა
პოსტერები
და
ბროშურები
თამბაქოსგან
გამოწვეული
რისკების
შესახებ.
ქუთაისის
ახალგაზრდული
ცენტრის
წევრებმა
ქალაქის
მასშტაბით
მსვლელობა
მოაწყვეს,
რომლის
მიზანს
წარმოადგენდა
მოსახლეობის
ინფორმირება
თამბაქოს
მავნებლობის
შესახებ
და
საზოგადოებრივი
თავშეყრის
ადგილებში
თამბაქოს
მოხმარების
აკრძალვა.
ახალგაზრდება
საზოგადოებრივ
ტრანსპორტში
და
საჯარო
დაწესებულებებში
თამბაქოს
მოწევის
ამკრძალავი
ნიშნები
გამოაკრეს.გაიმართა
სემინარი
თამბქოს
მავნებლობაზე,
რომლის
მუშაობას
უძღვებოდნენ
ქუთაისის
მერიის
საზოგადოებრვი
ჯანმრთელობის
სამსახურის
წარმომადგენლები
მაია
ნადარეიშვილი
და
მარინე
ნუცუბიძე.
მოწვეული
ექსერტები
ახალგაზრდებს
ესაუბრა
თამბაქოს
მავნებლობაზე
და
მისგან
გამოწვეულ
დაავადებებზე,
თამბაქოს
კონტროლის
ჩარჩო
კონვენციის,
საქართველოში
თამბაქოს
კვამლისაგან
თავისუფალი
საჯარო
ადგილების
არსებობის
და
შემუშავებული
სამოქმედო
გეგმების
შესახებ. ღონისძიებები
ორგანიზებულია
„საქართველოში
ეროვნული
ინტეგრაციის
გაძლიერების
პროექტის“
(ANI) ფარგლებში,
რომელიც
ხორციელდება
საქართველოს
გაეროს
ასოციაციის
(UNAG) მიერ,
აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
(USAID) მხარდაჭერით.
No comments:
Post a Comment