blogger widgets N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი": February 2014
სამოქალაქო კლუბი ფენიქსი: შანსები ყოველთვის ჩვენს მხარესაა !

Wednesday, February 26, 2014

შეხვედრა გიორგი სიხარულიძესთან





ქუთაისის სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრები,მათ შორის კლუბ "ფენიქსის" წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი სიხარულიძესთან.საკმაოდ საინტერესო ავტობიოგრაფიის მოსმენის შემდეგ საუბარი გაიმართა პრობლემების ,კერძოდ მაყურებლების ნაკლებობისა და თეატრის მნიშვნელობის გაუფასურების შესახებ ახალგაზრდებში.ასევე გამოითქვა მოსაზრება სამოყვარულო თეატრალური დასის შექმნის შესახებ.
მართლაც საინტერესოა, რატომ შემცირდა მაყურებლების რაოდენობა ასე საგრძლობლად,მიუხედავად ბილეთების დაბალი ფასის და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლებისა. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა თეატრალური დადგმის შესახებ,მაგრამ ეს პრობლემა უკვე ნამდვილად გადაჭრილია და შეგიძლიათ იხილოთ გვერდი : https://www.facebook.com/pages/Meskhishvili-Theatre-მესხიშვილის-თეატრი/113616115371346?fref=ts და გაეცნოთ სიახლეებს.

Tuesday, February 25, 2014

კონკურსი "ინიციატივა X "

კონკურსის სახელწოდება : „ინიციატივა X “

კონკურსის ჩატარების დრო : 25.02.14 – 10.03.14

კონკურსის ორგანიზატორები : საბა მამასახლისი, ანა ჭეიშვილი

კონკურსი ტარდება N1 საჯარო სკოლის დირექციის,მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“ ინიციატივით.კონკურსის მიზანია საინტერესო ინიციატივების გაშუქება და განხორციელება,მოცემული სამი თემიდან :
   
1. ადამიანის უფლებების დაცვა
2. კანონის უზენაესობა
3. ჯანსაღი ცხოვრების წესი

Thursday, February 20, 2014

სოციალური ქსელი ახალგაზრდების ცხოვრებაში

2014 წლის 30 იანვარს გაიმართა დებატები ,,უშლის თუ არა ხელს სოციალური ქსელები ახალგაზრდის განათლების დონის ამაღლებას“ დებატებზე საინტერესო იყო ორი დაპირისპირებული მხარის მსჯელობა არგუმენტებით. ბავშვებმა ისაუბრეს სოციალური ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებზე, მოიყვანეს მაგალითები კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება აეთვისებინათ დებატის კულტურა და გამოეთქვათ საკუთარი, თავისუფალი აზრი.

"სამი ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ"


2014 წლის 6 თებერვალს ჩატარდა ტრენინგ-სემინარი ,,სამი ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ“
ბავშვებმა ისაუბრეს იმ მავნე ნივთიერებებზე, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. დაასახელეს თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებისკენ მიდრეკილების გამომწვევი მიზეზები. წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები და გამართეს დისკუსია ამ თემის შესახებ.


გამოკითხვა: "პრობლემები და გადაჭრის გზები"


 2014 წლის 20 თებერვალს ჩატარდა გამოკითხვა : რა პრობლემები გაწუხებთ თქვენს თემში. გამოკითხვის ორგანიზატორები იყვნენ სამოქალაქო კლუბის წევრი მარიამ გოგრიჭიანი და ქეთი ლაბაძე. საინტერესო იყო  შედეგები. ბავშვებმა არამხოლოდ დაასახელეს სკოლაში არსებული პრობლემები, არამედ გამოთქვეს საკუთარი აზრი, თუ როგორაა შესაძლებელი ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა

.

"ჩემი შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზე"

გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა დღევანდელი ახალგაზრდობისთვის. სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთჲლზე ბავშვებს მიეცათ დასაწერი თემა ,,ჩემი შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზესაინტერესო იყო ბევრი ნაშრომი,თუმცა, განსაკუთრებით გამოირჩევა X კლასის მოსწავლის საბა მამასახლისის ნამუშევარი. იგი საკმაოდ მკაფიო და მოურიდებელი სიტყვებით გამოთქვამს თავის შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებითგთავაზობთ მის ნაშრომს : გენდერული თანასწორობა? ამაზე არც უნდა იოცნებოს ქართველმა ქალმა. ქალის რომლის შეგნება არ აღემატება ამ პრინციპს,, ვერცერთი მამაკაცი ვერ მომატყუებს" არანაირი თანასწორობის ღირსი არააა...

სამოქალაქო კლუბმა მინდია უგრეხელიძეს უმასპინძლა

2014 წლის 28 იანვარს კლუბი შეხვდა სამართლის დოქტორ,პროფესორ, სტრასბურგის ყოფილ მოსამართლე მინდია უგრეხელიძეს . შეხვედრა განსაკუთრებით სასარგებლო და ნაყოფიერი იყო მომავალი იურისტებისათვის. საპატიო სტუმარი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. მან მოსწავლეებთან ერთად მოიგონა სტრასბურგში,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობის წლები და ისაუბრა,ზოგადად,საერთაშორისო სამართლის შესახებ.


"კანონი არ მომკვდარა,უბრალოდ მას სძინავს."



2013 წლის 13 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი ადამიანების თანასწორუფლებიანობაზე. ტრენინგი წარმართეს ანა ჭეიშვილმა და საბა მამასახლისმა. მთავარი მიზანი კლუბის წევრების საკუთარ უფლებებში ცოდნის გაღრმავება იყო, რისთვისაც მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და შჰემდეგ დისკუსია. ბავშვები განიხილავდნენ სხვადასხვა სახის მაგალითებს ადამიანის უფლებების დარღვევისა მაგალითად როგორიცაა ტრეფიკინგი, ძალადობა. ასევე ტრენინგზე საუბარი იყო ,,მიძინებულ,მკვდარკანონებზე. ბავშვებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მოსაზრებები არგუმენტებით გაამყარეს და იფიქრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ცრემლმორეული სირიელი ბიჭუნა

ფოტოზე გამოსახული 3 წლის ბიჭუნა სირიაში მიმდინარე ომის მსხვერპლია. იგი სასიკვდილოდ დაჭრილი მიიყვანეს ჰოსპიტალში. 
ბიჭუნა გრძნობდა, რომ კვდებოდა... მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა იქ მყოფი ექიმები, ინტერნეტში ფოტოს გავრცელების შემდეგ კი მთელი მსოფლიო შეძრა: "მე თქვენ ყველას უფალთან გიჩივლებთ, მე მას ყველაფერს მოვუყვები..." სამოქალაქო კლუბ ფენიქსის წევრი შემდეგნაირად გამოეხმაურა ამ საზარელ ფაქტს : ,, სანამ ამქვეყნად ერთი ცრემლმორეული ბავშვიც კი იარსებებს, დედამიწაზე ბედნიერება ვერ დამკვიდრდება" ცრემლმორეული არაფერია რაც ახლა ვნახე, მომავლის, პერსპექტივის, უდანაშაული სიცოცხლის განადგურება მალე სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს, ეს მსოფლიოს კატასტროფა და უბედურებაა.

"ქალი სიცოცხლის ჯადოქარია"



 2013 წლის 8 მარტს, . ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო აქცია მსვლელობა ,,ქალი სიცოცხლის ჯადოქარია’’, კლუბის წევრებმა დაამზადეს პლაკატები და ბუკლეტები. ისინი გზაში შემხვედრ ქალბატონებს ყვავილების პატარა თაიგულებს ჩუქნიდნენ.


"ფერადი ბუშტებით,მომავლის გზაზე"

ხელმძღვანელის სახელი და გვარი: ირმა ღვაჩლიანი
აპლიკანტთა სახელი და გვარი : ნანუკა გოგისვანიძე
ანა ჭეიშვილი
პროექტის სახელწოდება : „ფერადი ბუშტებით, მომავლის გზაზე
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე
პრობლემის აღწერა : დღეს საქართველოში შესაბამისი ყურადღება არ ექცევა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და მათ უფლებებს. ასევე სააშკარაოზე არ არის გამოტანალი ბავშვების შესაძლებლობები და ოცნებები. ყურადღების მიღმაა დარჩენილი ობოლთა თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები.
მიზანი : დავეხმაროთ მზრუნველობამოკლბულ ბავშვებს და გავახალისოთ მათი ცხოვრება.
მივცეთ ყველა ბავშვს ნიჭის გამომჟღვნების საშუალება.

"ფენიქსი" უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლაში



ქ.ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები იმყოფებოდნენ  №45 უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლაში და ამ ერთი განსხვავებული დღით პოზიტივი შეიტანეს მათ ცხოვრებაში.სკოლის დაფინანსებითა და მოსწავლეების სურვილით მოხდა ბავშვების დასაჩუქრება სხვა და სხვა სახის სათამაშოებითა და საყოფაცხოვრებლო ნივთებით. №45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს წარმოდგენა , ასევე მოხდა მათი ნაშრომების დათვალიერება.

Thursday, February 6, 2014

Stop the violence


 . ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.სურათებს აერთიანებდათ შინაარსი,რომელიც ადამიანის უფლებებში მდგომარეობს.ბავშვებმა შეასრულეს უფლების დარღვევის ან პირიქით,დაცვის საჩვენებელი მაგალითები.