blogger widgets N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ფენიქსი": შეხვედრა მერაბ კვიცარიძესთან
სამოქალაქო კლუბი ფენიქსი: შანსები ყოველთვის ჩვენს მხარესაა !

Tuesday, March 4, 2014

შეხვედრა მერაბ კვიცარიძესთან



2014 წლის 27თებერვალს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების,მათ შორის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წარმომადგენლებისათვის  გაიმართა შეხვედრა ექიმ მერაბ კვიცარიძესთანშეხვედრა დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის სასწავლო რეგიონალურ ცენტრში შედგა.

ბატონმა მერაბმა ისაუბრა თავის ბავშვობაზე, ლიტერატურაზე, წიგნის და განათლების მნიშვნელობაზე. შეხვედრა კითხვაპასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
აღმოჩნდა, რომ ბატონი მერაბი კარგ ექიმობას, კარგ პოეტობასაც უთავსებს. პოეზიის მოყვარულმა ქეიმმა ახალგაზრდებისათვის რამდენიმე ლამაზი ლექსი წიკითხა და მათ თავისი წარმატების ფორმულაც გააცნო.
შეხვედრას 18 მოსწავლე ესწრებოდა,მათ შორის 3 კლუბ "ფენიქსის" წევრი.

No comments:

Post a Comment