Tuesday, March 11, 2014
მრავალშვილიან ოჯახში
2014 წლის 7 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სოციალური საწარმო „ფარშევანგის“ მიერ, ხელნაკეთი მისალოცი ბარათები გაყიდეს და შემოსული თანხით შეიძინეს პროდუქტები კუჭავების მრავალშვილიანი ოჯახისათვის. სოციალურ საწარმოში დასაქმებული არიან შშმ და სოციალურად დაუცველი პირები, რაც ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. რაც შეეხება მრავალშვილიანი ოჯახის შერჩევას, ამ მხრივ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრთან, სადაც მიმართვის საფუძველზე დგინდება იმ ოჯახების საჭიროებები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.
.ცენტრის წევრები თანამშრომლობის საფუძველზე პერმანენტულად ეხმარებიან სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს.მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდნენ ახალგაზრდული ცენტრის წევრები და მათ შორის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წარმომადგენლები.
ღონისძიება ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
Labels:
შეხვედრები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment