2014 წლის 20 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა
საჯარო
ლექციას
თემაზე:
„ტოლერანტობის
კულტურის
დანერგვა
და
ეთნიკური
უმცირსობების
მდგომარეობა
ქართულ
საზოგადოებაში“,
რომელსაც
საქართველოს
პარლამენტის
დეპუტატი
ბ-ნი ლევან
ბერძენიშვილი
უძღვებოდა.
შეხვედრაში
ცენტრის
45 წევრი
ღებულობდა
მონაწილეობას,მათ შორის სამოქალაქო კლუბ "ფენიქსის" წარმომადგენლები.საჯარო
ლექციის
მიზანს
წარმოადგენდა
ახალგაზრდებს
მიეღოთ
ინფორმაცია
ეთნიკური
მრავალფეროვნების
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის,
ტოლერანტობის
კულტურის
დამკვიდრების,
ეთნიკური
უმცირესობების
წინაშე
მდგარი
პრობლემების
და
სახელმწიფოს
მიერ
გატარებული
პოლიტიკის
შესახებ.
მომხსენებელმა
ახალგაზრდებს
ესაუბრო
ისეთ
მნიშვნელოვან
საკითხებზე,
როგორიცაა:
ეთნიკური
უმცირესობების
წინაშე
მდგარი
პრობლემები,
ეთნიკური
ერთობები
და
მათი
ინტეგრირებულობის
ხარისხი,
ეროვნულ
უმცირესობათა
ენებზე
განათლება
საქართველოში,
სამოქალაქო
განათლების
მნიშვნელობა
უმცირესობებთან
მიმართებაში,
სახელმწიფო
მმართველობის
და
საზოგადოებრივი
ცხოვრების
ყველა
დონეზე
უმცირესობათა
წარმომადგენლების
ჩართულობისა
და
მონაწილეობის
ხარისხი,
უმცირესობებისთვის
ხელსაყრელი
პოლიტიკური
გარემო
სახელმწიფოსთან
ურთიერთობის,
ფართო
რეგიონალურ
და
გლობალურ
კონტექსტში,
სამოქალაქო
ერთობის
განვითარება,
ქვეყნის
სოციალური,
ეთნიკური,
რელიგიური
და
სამართლებრივი
კუთხით
ინტეგრაციაზე
მიმრთული
პოლიტიკის
ფორმირება,
კულტურათშორისი
დიალოგისა
და
შემწყნარებლობის
კლიმატის
შექმნა
და
სხვა.ცენტრის
წევრებს
საშუალება
ჰქონდათ
დაესვათ
კითხვები
და
მიეღოთ
პასუხები
მათთვის
საინტერესო
თემებთან
დაკავშირებით. საჯარო
ლექცია
ორგანიზებული
იქნა
„საქართველოში
ეროვნული
ინტეგრაციის
გაძლიერების
პროექტის“
(ANI) ფარგლებში,
რომელიც
ხორციელდება
საქართველოს
გაეროს
ასოციაციის
(UNAG) მიერ,
აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
(USAID) მხარდაჭერით.
No comments:
Post a Comment